ყველის სუპი ბროკოლით - ბუნებრივი წამალი
ყველის სუპი ბროკოლით - ბუნებრივი წამალი
დრო 40წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბროკოლი - 500 გ
  • სტაფილო - 1
  • ხახვი - 1
  • კარტოფილი - 2
  • ბულიონი ან წყალი - 1.5 ლ
  • ნაღები 20%-იანი - 200 გ
  • ყველი - 200 გ. გაუდა ან მდნარი
მომზადების წესები

სტაფილო გავხეხოთ, ხახვი დავჭრათ და მოვშუშოთ ერთად.

კარტოფილი კუბიკებად დავჭრათ და ბულიონში ჩავყაროთ მოსახარშად.

დავჭრათ  ბროკოლი და შუა ხარშვაში ჩაუშვათ ბულიონში, დავამატოთ მოშუშული ბოსტნეულიც.

ძალიან დაბალ ცეცხლზე გავაგრძელოთ ხარშვა 15 წუთით.

მზა წვნიანს დავამატოთ ყველი, კარგად ავურიოთ რომ ჩადნეს, შემდეგ დავაბლენდეროთ, დავაბრუნოთ ქვაბში, დავასხათ ნაღები , შევანელოთ პილპილით და მარილით.

ხელახლა რომ წამოდუღდება,  გამოვრთოთ.
 

ტეგები:
სტაფილო ბროკოლი ყველი ნანახია: 10123