დადგით ცეცხლე ნაღები, რომ გაცხელდება, ჩაყარეთ შოკოლადის დროპსები და ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. გადაიტანეთ მიღებული მასა სილიკონის ან სხვა ღრმა ფორმაში. მოათავსეთ მაცივარში 1 საათით. როცა მასა კარგად გამაგრდება, გამოიღეთ. გააკეთეთ მისგან ბურთები, ამოავლეთ კაკაოს ფხვნილში. სურვილისამებრ შეგიძლიათ ამოავლოთ დაჭრილ ნიგოზსა ან სხვა თხილეულში. კლასიკური ტრიუფელები მზად არის.