ხახვი დავჭრათ და მოვთუშოთ ზეთში, დავასხათ წყალი და დავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი. მოვხარშოთ. დავუმატოთ გარჩეული და გარეცხილი ბროკოლი. ვადუღოთ ზუსტად 3 წთ. ჩავუმატოთ ისპანახი და ისევ წამოვადუღოთ, შევკაზმოთ მარილით და წიწაკით, გადავიტანოთ ბლენდერში და ნაღებთან ერთად ავთქვიფოთ.