გაითვალისწინეთ, რომ ტირამისუ-ჩიზქეიქის მოსამზადებლად რამდენიმე დასაშლელი ფორმა დაგჭირდებათ. მოხარშეთ ყავა და გააცივეთ. აიღეთ ერთი დასაშლელი ფორმა, ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი ორ დასაშლელ ფორმაში. დაასველეთ სავოიარდის ბისკვიტები ყავაში და ჩაალაგეთ მჭიდროდ ორივე ფორმაში. მოათავსეთ საყინულეში 30 წუთით. ამასობაში ჯამში ათქვიფეთ კრემ ყველი, მასკარპონე და ვანილის ექსტრაქტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცალკე ქვაბში გააცხელეთ რძე, გახსენით რძეში შაქარი და ჟელატინი. საწურის მეშვეობით ჩაასხით ჟელატინიანი რძე მასკარონესა და კრემ-ყველის მასაში და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. აიღეთ კიდევ ერთი დასაშლელი ფორმა, მასშიც ჩააფინეთ პერგამენტი, ჩაასხით ყველის მასის 1/3-დი და მოათავსეთ მაცივარში 2 საათით. შემდეგ გამოიღეთ, გადაიტანეთ ყველის გამკვრივებულ მასაზე სავოარდის ბისკვიტების პირველი ფენა, მოასხით დარჩენილი ყველის მასის ნახევარი და კვლავ შედგით მაცივარში გასაცივებლად. გამოიღეთ ტირამისუ, დაადეთ სავოარდის ბისკვიტების მეორე ფენა და კვლავ მოასხით ყველის მასა. ისევ გააცივეთ, რათა კარგად გამკვრივდეს ტირამისუ. ბოლოს მოაყარეთ კაკაო, მოათავსეთ ფორმა გაშლილ ჭურჭელზე, მოხსენით ფორმას კიდეები და გემრიელად მიირთვით!