შეარჩიეთ მწიფე ავოკადო, დაჩყლიტეთ ჩანგლით ჯამში, დაუმატეთ ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი ან პრესში გატარებული ნიორი, დაჭრილი ხახვი, პატარა კუბიკებად დაჭრილი კიტრის პიკული, დაუმატეთ კიტრის პიკულის წვენი, დაჭრილი კამა, წითელი წიწაკა, მარილი გემოვნებით, აურიეთ ყველაფერი კარგად. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ კიდევ დაჭრილი კკიტრის პიკული და კამა. გემრიელად მიირთვით!