
მიუხედავად იმისა, რომ ოდრი ჰეპბერნი ყოველთვის მოხდენილი აღნაგობით გამოირჩეოდა, ის გემრიელი და ნოყიერი კერძების მოყვარული იყო. მისი ვაჟი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, რომ დედა თითქმის ყოველ საღამო ამზადებდა პასტას თავისი რეცეპტით. ამჯერად სწორედ ოდრის საყვარელი პასტის რეცეპტს გთავაზობთ.
მოხარშეთ პასტა შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის თანახმად, გადაწურეთ. ქვაბში მოხრაკეთ წმინდად დაჭრილი ხახვი და ნიორი, დაუმატეთ გახეხილი სტაფილო, კუბიკებად დაჭრილი ბულგარული, პომიდორი საკუთარ წვენში, ზეითუნის ზეთი და ბაზილიკის ფოთლები. დააფარეთ თავსახური და თუშეთ 45 წუთის განმავლობაში. ბოლოდ დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
ამოიღეთ თეფშზე პასტა, მოასხით მომზადებული სოუსი და მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი (ან სხვა მაგარი სახეობის ყველი).
გემრიელად მიირთვით!