პამიდორი სოუს საბაიონით
პამიდორი სოუს საბაიონით
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • პამიდორი ჩერი - 250 გ
  • კვერცხის გული - 6
  • თეთრი ღვინო - 100 მლ
  • დაჭრილი მწვანილი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
პამიდორს მოვაჭრათ თავები და ამოვაცალოთ თესლი.

მოვამზადოთ სოუსი: კვერცხის გულები ავთქვიფოთ მარილთან და პილპილთან ერთად მუსის კონსისტენციამდე. თქვეფის შეუჩერებლად დავამატოთ ღვინო. დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე და თან ვურიოთ. არ უნდა ადუღდეს.  როცა სოუსი შესქელდება, გადმოვდგათ. გავაგრილოთ და ავთქვიფოთ.

დავამატოთ სასურველი მწვანილი  და ამოვავსოთ პამიდვრები.

ძალიან ორიგინალური და გემრიელია.  გაალამაზეთ ფურშეტის სუფრა, ან მიართვით სტუმრებს ძირითადი კერძის წინ, წასახემსებლად
ტეგები:
კვერცხი ღვინო პამიდორი ნანახია: 6089