ჯამით დადგით ნაღები ცეცხლზე, დაუმატეთ ვანილინი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ცელკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გული და შაქარი, შეათქვიფეთ ნელ-ნელა ნაღების მასა. მოხადეთ ქაფი. ღუმელის გამოსაცხობ ღრმა ფორმაში ჩაასხით ცხელი წყალი, იმდენი, რომ ნახევრად დაფაროს კრემ-ბრიულეს ფორმები. ჩადგით ფორმები გამოსცხობ ფორმაში და გაანაწილეთ კრემ-ბრიულეს მასა. აცხვეთ 165 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ, გადააკარით საკვების შესაფუთი ცელოფანი თითოეულ ფორმას და მოათავსეთ მაცივარში 2 საათის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ კრემ-ბრიულე მაცივრიდან, მოხსენით ცელოფნები, მოაყარეთ თითოეულს 1 ს/კ შაქარი და მოუწვით ზედაპირი. გემრიელად მიირთვით!