ხორცის ნაჭრებს დავაწუროთ ლიმონი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, დავუმატოთ გამოწურული ლიმონის ნაჭრები და 2 საათით მაცივარში დავდოთ. სქელძირიან ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავაწყოთ ხორცის ნაჭრები და მაღალ ცეცხლზე ორივე მხრიდან შევბრაწოთ, შემდეგ ჩავუმატოთ მსხვილად დაჭრილი პრასი, შევდგათ 180-190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და შევწვათ დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში. მზა ხორცს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. გარნირად ძალიან უხდება კარტოფილის პიურე ან ახალი ბოსტნეულის სალათა. მაგალითად, ავოკადო სალათა ყველით.