კუპატები ჩავაწყოთ ღრმა ტაფაში, დავასხათ იმდენი ღვინო, რომ კუპატები დაიფაროს და თავდახურული საშუალო ცეცხლზე დავდგათ. ხანდახან კუპატები ამოვატრიალოთ, რომ ყველა მხრიდან მოხვდეს ღვინოში. როდესაც წვენი ნახევრად დაშრება, კუპატი მზად იქნება. რჩევა: საფერავის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი მშრალი წითელი ღვინო.