ისპანახისა და ქათმის არომატული წვნიანის მოსამზადებლად პირველ რიგში ხახვი დავჭრათ და მოვშუშოთ მცირე ზეთში. მოშუშულ ხახვსა და წინასწარ დანაყულ ნიორს დავამატოთ წვრილ კუბებად დაჭრილი სტაფილო, კარტოფილი და გულგამოცლილი პომიდორი. ამ ყველაფერს ვასხამთ წინასწარ მომზადებულ ქათმის ბულიონს და ვდგამთ ცეცხლზე. როგორც კი წამოდუღდება, ვუმატებთ წვრილად დაჭრილ ქათმის ფილეს და ვადუღებთ 5 წუთის განმავლობაში. ვუმატებთ მარილსა და პილპილს გემოვნებით და გადმოგვაქვს წვნიანისთვის განკუთვნილ ჭურჭელში. ბოლოს ვაყრით ისპანახის ფოთლებს და ვუმატებთ ორეგანოს. უგემრიელესი წვნიანიც მზად არის!