ჯამში ათქვიფეთ ნაღები, დაუმატეთ ესპრესოს ფხვნილი, ათქვიფეთ კარგად და დაუმატეთ შაქრის პუდრა. თქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შოკოლადის ფილა დაამტვრიეთ კვადრატებად (ნაწილი გაადნეთ წყლის აბაზანაზე და ჩაასხით საკონდიტრო ტომარაში, ან უბრალო პაკეტში), დაალაგეთ კვადრატები ჯვრის ფორმაზე, კვადრატებს შორის ნაპრალები ამოავსეთ გამდნარი შოკოლადით და მიეცით ყუთის ფორმა. ჩაასხით ყუთში მომზადებული ესპრესოს კრემი და მორთეთ კენკრით ან სურვილისამებრ სხვა საკონდიტრო მოსართავებით.