სუშის გადასახვევ მაკისუზე დავაფინოთ ნორის ფურცელი, ზედ გადავანაწილოთ ბრინჯი, მოვასხათ ლიმონის წვენი და სოიის სოუსი. ბრინჯზე დავაწყოთ სალათის ფოთლები, სეგმენტებად დაჭრილი კვერცხი, კიბორჩხალას რბილობი და მსხვილად გახეხილი ბოსტნეული. მაკისუს მეშვეობით ნორის ფურცელი გადავახვიოთ. როლი დავჭრათ და სუფრაზე სოიის სოუსთან ერთად მივიტანოთ.