ყაბაყი გავთალოთ და დავჭრათ საშუალო ზომის რგოლებად. ღუმელი გავაცხელოთ 250 გრადუსზე. ტაფაზე დავაფინოთ ფოლგის ქაღალდი, გავშალოთ დაჭრილი ყაბაყი, მოვაყაროთ პილპილი და მარილი, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და შევწვათ ღუმელში 15 წთ. ხახვი, ნიორი, წიწაკა და მწვანილები დავჭრათ წვრილად, მოვათავსოთ თასში, დავახეხოთ სტაფილო და დავაწყოთ შემწვარი ყაბაყი, ფრთხილად ამოვურიოთ, დავუმატოთ მარილი და პილპილი, ზეითუნის ზეთი და დავახუროთ თავსახური. ასე გავაჩეროთ დაახლოებით 30 წუთი.