პამიდვრები თხლად დავჭრათ და ზეთდასხმულ ტაფაში შევბრაწოთ. შეწვისას მოვაყაროთ პილპილი, მარილი და შაქარი, გადავიტანოთ საცხობ ფორმაში, მოვაყაროთ ქონდარი, გადავაფინოთ ფორმის ზომაზე გაბრტყელებული ცომი, დავჩხვლიტოთ ჩანგლით და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. მზა ტარტი ამოვატრიალოთ, მოვაყაროთ დაჭრილი ნიორი, ყველი და ოხრახუში. ჭამის წინ მოვასხათ ლიმონის წვენი.