ქვაბში გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ დაკონსერვებული ატამი თავის წვენიანად და თუშეთ დაბალ ცეცხლზე 5 წთ. ცვალკე ჯამში ერთმანეთში აურიეთ ყავისფერი შაქარი, დარიჩინი, ფქვილი და დაფქული მუსკატის კაკალი. დაუმატეთ მშრალი მასა ატმის მასას, კარგად აურიეთ და თუშეთ კიდევ 5 წუთი. გააცივეთ მიღებული მასა. მოაყარეთ ფქვილი სამუშაო ზედაპირზე, გააბრტყელეთ პიცის ცომი (იხ. პიცის ცომის ყველაზე მარტივი რეცეპტი) და დაჭერით ოთხკუთხედებად.გაანაწილეთ ატმის მასა ცომის ოთხკუთხედების შუაგულში და შეუკარით ცომის თითოეულ კვადრატს კიდეები. შეწვით ფრიტიურში ფუნთუშები ან გაცხელებულ ბევრ ზეთში. დაბრაწეთ ყველა მხრიდან, შემდეგ კი გადმოიღეთ ცხაურზე, რათა დაიწუროს ზედმეტი ცხიმი. მოაყარეთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!