გამოსაცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი, განაწილეთ მასზე გარეცხილი და ყვავილედებად დაყოფილი ყვავილოვანი კომბოსტო, მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ შებოლილი პაპრიკა, მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ. შეწვით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში. ამასობაში მოამზადეთ სოუსი: ჯამში აურიეთ ცხარე ჩილის სოუსი, კეტჩუპი, გამდნარი კარაქი, 1 ლაიმის წვენი. მიღებულ სოუსში ჩაალაგეთ შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო და კარგად აურიეთ. ღრმა გამოსცხობ ფირფიტაზე გაანაწილეთ კარტოფილის ჩიფსები, ზემოდან გაანაწილეთ ყვავილოვანი კომბოსტო, შემდეგ მოაყარეთ დაჭრილი ავოკადოს რბილობი, წრეებად დაჭრილი ბოლოკი, ნიახურის დაჭრილი ძირები. მოასხით არაჟანი და მოაყარეთ დაჭრილი ქინძი. გემრიელად მიირთვით!