ათქვიფეთ 1 კვერცხი და 2 ს/კ შაქარი, დაუმატეთ 3 ს/კ არაყი და კვლავ კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ 500 მლ კეფირი, ჩ/კ სოდა და მწიკვი მარილი. განაგრძეთ თქვეფა. თანდათანობით დაუმატეთ 220 გ ფქვილი და თან შეუჩერებლად თქვიფეთ. გააჩერეთ ცომი 15 წუთი. შემდეგ დაუმატეთ 100 მლ ადუღებული წყალი და რამდენიმე ჩ/კ ზეთი. კიდევ ათქვიფეთ და შეწვით ბლინები ცხიმწასმულ ტაფაზე ორივე მხრიდან.