თავდაპირველად ვამზადებთ კრეპებს: გაადნეთ კარაქი ქვაბში, გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელში. იმავა ქვაბში ჩაასხით რძე და მიიყვანეთ ადუღებამდე. სხვა ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ კაკაო, შაქარი, აურიეთ და დაუმატეთ კვერცხი. ყველაფერი კარგად აურიეთ და მოანაცვლეობით უმატეთ რძე და გამდნარი კარაქი. არ შეწყვიტოთ მორევა. გამოაცხვეთ კრეპები უწვავი ზედაპირის მქონე ტაფაზე, ან წაუსვით ცოტაოდენი ცხიმი. გამომცხვარი კრეპებით და ათქვეფილი ნაღებით ააწყვეთ ტორტი, დაადეთ ზემოდან თეფში და მოუსწორეთ გვერდები. შეუდექით შოკოლადის კრემის მომზადებას: ქვაბში ჩაასხით 1 ჭიქა ნაღები, დაუმატეთ შაქარი, ურიეთ და ისე მიიყვანეთ ადუღებამდე. ცალკე ჯამში ჩაყარეტ დამტვრეული შოკოლადის ფილა და კარაქი, დაასხით ცხელი ნაღები და ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. მოასხით მიღებული შოკოლადის განაში კრეპის ტორტს. მოაყარეთ შაქრის პუდრა, ან მორთეთ სურვილსამებრ. გემრიელად მიირთვით!