დაჭერით ქათმის ფილე კუბიკებად, გაადნეთ ტაფაზე 2 ს/კ კარაქი, დაყარეთ დაჭრილი ფილე, დაუმატეთ მარილი, პილპილი და ორეგანო და თუშეთ ხორცის დარბილებამდე. გადაიტანეთ ქათამი ცალკე ჯამში, ხოლო იგივე ტაფაში გაადნეთ კიდევ 2 ს/კ კარაქი, მოხრაკეთ დაჭრილი ნიორი, დაუმატეთ 3 ს/კ ფქვილი, აურიეთ, მოთუშეთ 1-2 წუთის განმავლობაში, დაასხით რძე, დაუმატეთ მარილი, პილპილი, ორეგანო და ბაზილიკი, თუშეთ გასქელებამდე. ბოლოს დაუმატეთ გახეხილი პარმეზანი და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 2 წუთი. მოასხით მიღებული სოუსი მოხარშულ მაკარონს, აურიეთ და სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში. გემრიელად მიირთვით!