ლორი დავჭრათ პატარა ნაჭრებად.პამიდორს გავაცალოთ კანი და ასევე პატარა კუბებად დავჭრათ.ტაფაზე ცოტა ზეითუნის ზეთი გავაცხელოთ და დავბრაწოთ ლორის ნაჭრები. შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და 1-2 წუთი ვშუშოთ. ბოლოს ვამატებთ პამიდორს, მარილს და პილპილს. ვშუშოთ კიდევ 5-7 წუთი და დავამატოთ ალ დენტე მოხარშული სპაგეტი. კარგად ავურიო და 1 წუთში გამოვრთოთ.მივირთვათ მაშინვე.