თევზის ტაკოსი
თევზის ტაკოსი
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • თხლად დაჭრილი კომბოსტო - 3 ჭიქა
  • წითელი ხახვი - დაჭრილი, 1/2 ჭიქა
  • არაჟანი - 1 ჭიქა
  • 1 ლაიმის წვენი
  • მარილი - 1/4 ჩ/კ
  • კაიენური წიწაკა - 1/4 ჩ/კ
  • ნივრის ფხვნილი - 1 ჩ/კ
  • კვლიავი - 1/4 ჩ/კ
  • პილპილი
  • ტილაპია ან სხვა სასურველი თევზი - 4 ცალი ფილე
  • ზეთი შესაწვავად
  • ტაკოსის ფირფიტები - ან თხელი ლავაში
მომზადების წესები

წვრილად დაჭერით კომბოსტო, დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი წითელი ხახვი, არაჟანი, ლაიმის წვენი, მარილი და კარგად აურიეთ. 

ჯამში აურიეთ სუნელები: მარილი, კაიენური წიწაკა, კვლიავი, ნივრის ფხვნილი, შავი პილპილი. მოაყარეთ სუნელების მასა თევზის ფილეს და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.

შემწვარი თევზი ჩანგლის მეშვეობით აძენძეთ. აიღეთ ტაკოსის ფირფიტები, ან თხელი ლავაში (ამოჭერით წრეები) და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან. ფირფიტებზე გაანაწილეთ ჯერ კომბოსტოს სალათა, ზემოდან თევზის ფილე, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
თევზი ტაკოსი ნანახია: 1280