დარიჩინიანი ფუნთუშა თეთრი მინანქრით
დრო 90წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

ცომი:
  • თბილი რძე - 2 ჭიქა
  • გამდნარი კარაქი - 1/2 ჭიქა
  • შაქარი - 1/2 ჭიქა
  • მშრალი საფუარი - 1 შეკვრა
  • ფქვილი - 5 ჭიქა
  • მარილი - 2 ჩ/კ
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
გულსართი:
  • კარაქი - 3/4 ჭიქა
  • დარიჩინი - 2 ს/კ
  • ყავისფერი შაქარი - 3/4 ჭიქა
მინანქარი
  • კრემ-ყველი ან ნაღების მდნარი ყველი - 200 გ
  • გამდნარი კარაქი - 2 ს/კ
  • რძე - 2 ს/კ
  • ვანილინი - 1 ჩ/კ
  • შაქრის პუდრა - 1 ჭიქა
მომზადების წესები

თავდაპირველად მოამზადეთ ცომი: ჯამში ჩაასხით 2 ჭიქა თბილი რძე, დაუმატეთ 1/2 გამდნარი კარაქი, 1/2 ჭიქა შაქარი - ათქვიფეთ ჩანგლით, დაუმატეთ 1 შეკვრა საფუარი, აურიეთ და გააჩერეთ 1 წუთი. შემდეგ დაუმატეთ 4 ჭიქა ფქვილი, მოზილეთ თხელი ცომი, გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ 1 საათი. როცა ცომი მოცულობაში გაორმაგდება, დაუმატეთ კიდევ 3/4 ჭიქა ფქვილი, 1 ს/კ გამაფხვიერებელი, 2 ჩ/კ მარილი და კვლავ კარგად მოზილეთ. გადაიტანეთ რბილი და ელასტიკური ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე, მოზილეთ ისე, რომ ხელებს ცომი არ ეკვროდეს, გააკეთეთ გუნდა, შემდეგ კი გააბრტყელეთ მართკუთხა ფორმით.

გააკეთეთ გულსართ: ჯამში აურიეთ 3/4 ჭიქა გამდნარი კარაქი, 2 ს/კ დარიჩინი, 3/4 ჭიქა ყავიდსფერი შაქარი. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დარიჩინის გულსართი თანაბრად გაანაწილეთ გაბრტყელებულ ცომზე. შემდეგ ცომი დაჭერით სიგრძეზე 4 თანაბარ ზოლად. დაახვიეთ ჯერ ერთი ცომის ფირტიფა მჭიდრო რულეტად, შემდეგ ეს რულეტი მოათავსეთ მეორე ზოლზე, გადაახვიეთ მეორე მჭიდრო რულეტი, შემდეგ ეს რულეტი მოათავსეთ ცომის მესამე ზოლზე, კვლავ დაახვიეთ და ასე ბოლომდე, სანამ არ მიიღებთ ერთ მთლიან წრეს. 

გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და კვლავ გააჩერეთ 30 წუთი.

ამასობაში მოამზადეთ თითრი მინანქარი: ჯამში აურიეთ კრემ-ყველი, 2 ს/კ გამდნარი კარაქი, 2 ს/კ რძე, 1 ჩ/კ ვანილინი, 1 ჭიქა შაქრის პუდრა ერთგვაროვანი მასის მიღაბამდე. 

მოათავსეთ ფუნღუშა 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 20 წუთი. გამომცხვარ და ცხელ-ცხელ ფუნთუშას მოასხით თეთრი მინანქარი.

გემრიელად მიირთვით!