ბულგარული წიწაკა გარეცხეთ, მოაჭერით ყუნწი და დაჭერით წრეებად. ერთ ჯამში ჩაყარეთ საფანელი, დაუმატეთ ნივრის ფხვნილი, პაპრიკა და მარილი, აურიეთ. მეორე ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, ხოლო მესამეში ათქვიფეთ კვერცხი. ამოავლეთ თითოეული წიწაკის ნაჭერი, ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში, ბოლოს - საფანელში. მოათავსეთ პერგამენდაფენილი გამოსაცხობ ფირფიტაზე და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით. ამასობაში მოამზადეთ სოუსი: ერთმანეთში აურიეთ არაჟანი, მაიონეზი, კეტჩუპი, კინძი, ვორჩესტერის სოუსი, მარილი და პილპილი გემოვნებით. ბულგარულის მზა ჩიფსები სუფრასთან მიიტანეთ სოუსთან ერთად. გემრიელად მიირთვით!