ბანანი შოკოლადში
ბანანი შოკოლადში
დრო 20წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბანანი - 3 ცალი
  • შოკოლადი - 100 გ
  • კარაქი - 50 გ
  • რძე - ცოტაოდენი
  • დაჭრილი თხილეული - 1/3 ჭიქა
  • ფხვიერი ქარხნული ნამცხვარი "პეჩენია" - დაფხვნილი, 1/3 ჭიქა
მომზადების წესები

ბანანი გავფცქვნათ და 3-4 ნაწილად გავჭრათ. შოკოლადს დავასხათ ცოტა რძე, დავუმატოთ კარაქი და ორთქლის აბაზანაზე (იხ. გვ. 59) გავადნოთ. შეგვიძლია ასევე გავადნოთ მიკროტალღურ ღუმელში, ოღონდ, 30 წამზე მეტი არ დავაყოვნოთ ღუმელში, თორემ შოკოლადი სტრუქტურას შეიცვლის. თხილეული და ფხვიერი ნამცხვარი ერთად ავურიოთ. შოკოლადის სათქვეფელით ავურიოთ ერთგვაროვნებამდე. ბანანები წამოვაცვათ ხის ჩხირზე, ამოვავლოთ ჯერ შოკოლადში, შემდეგ კი – საფანელში.
დესერტი შევაგრილოთ, რომ გამაგრდეს. დესერტი უფრო ეფექტურია თუ ჩხირებით მივიტანთ სუფრაზე.

ტეგები:
ნანახია: 11944