ქვაბში გაახურეთ ზეთი, მოხრაკეთ მასში დაჭრილი ხახვი, ნიორი და გარეცხილი და დაწურული ისპანახი იქამდე, სანამ ისპანახი არ დარბილდება. გადადეთ ცალკე. ბლენდერში მოათვსეთ ყველი რიკოტა, დაუმატეთ მარილი და პილპილი და ხახვთან და ნიორთან ერთად მოთუშული ისპანახი. დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შემდეგ დაუმატეთ პურის საფანელი და ცოტათი კვლავ დააბლენდერეთ. მიღებული მასისგან გააკეთეთ გუფთები, ამოავლეთ გახეხილ პარმეზანში და მოათავსეთ პერგამენტდაფენილ ღუმელის ფირფიტაზე. შეწვით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში. ტაფაში ჩაასხით ტომატის სოუსი, დაუმატეთ ქოქოსის რძე, აურიეთ და დადგით ცეცხლზე. რომ ადუღდება, ჩაალაგეთ ისპანახის შემწვარი გუფთები და თუშეთ თავდახურულ ტაფაში 5 წუთი. მიირთვით სპაგეტისთან ერთად!