ცოტა ფქვილი, 1 ს.კ. შაქარი, მარილი და საფუარი ჩავყაროთ თასში, დავასხათ თბილი რძე და ავურიოთ. დავუმატოთ კვერცხის გული, ნელ-ნელა ვუმატოთ ფქვილი და ზეთიანი ხელებით ვზილოთ, სანამ მივიღებთ ელასტიკურ ცომს, რომელიც ოდნავ ეკრობა ხელს. ცომი ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავდგათ ასაფუებლად. კარაქის გარდა კრემის ყველა ინგრედიენტი კარგად ავთქვიფოთ და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ, ცხელ კრემს შევურიოთ კარაქი, შემდეგ გავაცივოთ. ცომი დავყოთ პატარა გუნდებად, ჩავდოთ კრემი და ბლომად ზეთში (ფრიტიური იხ, გვ 59) შევწვათ. მზა ფუნთუშები ამოვიღოთ თეფშზე და შაქრის პუდრი მოვაყაროთ.