შებრაწული ფუნთუშები ვანილის კრემით
დრო 90წთ
ულუფა 25
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • რძე - 1 ჭიქა
  • მშრალი საფუარი - 1 ჩ/კ
  • მარილი - 1/4 ჩ/კ
  • შაქარი - 2 ს/კ
  • ფქვილი - 250-300 გ
  • კვერცხის გული - 1 ცალი
  • ზეთი - 1-2 ს/კ
კრემი:
  • რძე - 1,5 ჭიქა
  • ფქვილი - 0,5 ჭიქა
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • ვანილი
  • კვერცხის გული - 2 ცალი
  • კარაქი - 1 ს/კ
  • მწიკვი მარილი
  • შაქრის პუდრა - მოსაყრელად
მომზადების წესები

ცოტა ფქვილი, 1 ს.კ. შაქარი, მარილი და საფუარი ჩავყაროთ თასში, დავასხათ თბილი რძე და ავურიოთ. დავუმატოთ კვერცხის გული, ნელ-ნელა ვუმატოთ ფქვილი და ზეთიანი ხელებით ვზილოთ, სანამ მივიღებთ ელასტიკურ ცომს, რომელიც ოდნავ ეკრობა ხელს. ცომი ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავდგათ ასაფუებლად. კარაქის გარდა კრემის ყველა ინგრედიენტი კარგად ავთქვიფოთ და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ, ცხელ კრემს შევურიოთ კარაქი, შემდეგ გავაცივოთ. ცომი დავყოთ პატარა გუნდებად, ჩავდოთ კრემი და ბლომად ზეთში (ფრიტიური იხ, გვ 59) შევწვათ. მზა ფუნთუშები ამოვიღოთ თეფშზე და შაქრის პუდრი მოვაყაროთ.

ტეგები:
ფუნთუშები ვანილის კრემი ნანახია: 4103