კვერცხის გული გააცალკევეთ ცილისგან. გულს დაუმატეთ ყავისფერი შაქარი და ათქვიფეთ გათეთრებამდე. დაუმატეთ ნატურალური იოგურტი, მწიფე და ჩანგლით დაჭყლეტილი ბანანი, კვლავ კარგად აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოზილეთ ნაზი ცომი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა მკვრივი ღრუბელის მასის მიღებამდე და დაუმატეთ ცომის ძირითად მასას. აურიეთ კარგად. გაადნეთ ცალკე ჯამში თეთრი შოკოლადი, მეორეში 90 გ რძიანი შოკოლადის ნახევარი (დანარჩანი, ერთი დიდი ფილა დაიტოვეთ ზემოდან დასადებად). გაყავით ცომი 1/3 და 2/3 ნაწილებად. 1/3 ცომს დაუმატეთ 90 გ რძიანი შოკოლადი, მეორეში კი 100 გ გამდნარი თეთრი შოკოლადი. აიღეთ კექსის ფორმა. ჯერ ჩაასხით თეთრი შოკოლადიანი ცომის მასა, ხოლო შემდეგ კოვზით დაადეთ ალაგ-ალაგ რძიანი შოკოლადიანი მასა და დანით ფრთხილად აურიეთ, რომ მარმარილოს ნახატი მიიღოთ. მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 45 წუთი. ცხელ-ცხელ კექსს ზემოდან დაადეთ რძიანი შოკოლადის ფილა (სურვილისამებრ, შეგიძლიათ გაადნოთ და ისე მოასხათ). გემრიელად მიირთვით!