სოკოს ჟულიენი ბადრიჯნის კალათში
სოკოს ჟულიენი ბადრიჯნის კალათში
დრო 40წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი - 4
  • ქამა სოკო - 10 ცალი
  • ხახვი - 1-2
  • არაჟანი - 3 ს.კ.
  • მარილი და პილპილი
  • გახეხილი ყველი
მომზადების წესები
ბადრიჯნები გავჭრათ სიგრძეზე, დავალაგოთ ცხიმწასმულ ფორმაზე და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთი, სანამ არ დარბილდება.

პარალელურად, სოკო და ხახვი მოვშუშოთ. დავამატოთ მარილი და პილპილი.

ბადრიჯნებს კოვზით ფრთხილად ამოვაცალოთ გული, დავჭრათ და სოკოს დავამატოთ . ბოლოს დავამატოთ არაჟანიც და კარგად ამოვურიოთ.
ამ  მასით ამოვავსოთ ბადრიჯნით კალათები, მოვაყაროთ გახეხილი ყველი  და შევდგათ რამდენიმე წუთით გრილის ქვეშ, ღუმელში, სანამ ზემოდან კარგად არ დაიბრაწება
ტეგები:
არაჟანი სოკო ბადრიჯანი ყველი ნანახია: 12090