ფქვილი, ყავისფერი შაქარი, ჩვეულებრივი შაქარი, კუბებად დაჭრილი ცივი კარაქი ასრისეთ ხელით, რომ მიიღოთ ფხვიერი მასა. გაშალეთ მიღებული ფხვიერი მასა ფირფიტაზე. ბანანი გაჭერით ორ ნაწილად, ააცვით ხის ჩხირებზე, ამოავლეთ ჯერ შოკოლადის კრემში, შემდეგ რამდენჯერმე გადაატარეთ ფხვიერ მასაზე, რომ გაკეთოს სქელი გარსი. დაალაგეთ ჩხირებზე აცმული ბანანი ღუმელის ფირფიტაზე, ფრთხილად გამოაცალეთ ჩხირებიი და დაჭერით წრეებად. მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 25 წუთის განმავლობაში. სუფრასთან მიიტანეთ ნაყინთან ან ათქვეფილ ნაღებთან ერთად. გემრიელად მიირთვით!