ათქვიფეთ 6 კვერცხი, დაუმატეთ წყალი და ზეთი, ვანილის პუდინგის ფხვნილი და კვლავ კარგად ათქვიფეთ. გაყავით ცომი 3 თანაბარ ნაწილად. ერთ ნაწილს დაუმატეთ კაკაო, მეორეს მარწყვის ჟელე, მესამე დატოვეთ თეთრი. სამივე მასა ჩაასხით საკონდიტრო ტომარაში, ან მყარ პაკეტში (მოაჭერით წვერი). აიღეთ ღუმელის ფირფიტა, დააფინეთ პერგამენტი და დაიწყეთ ცისარტყელას "ხატვა" ფირფიტის ერთი კუთხიდან. ჯერ დასვით ვარდისფერი მასით ზოლები, შემდეგ ყავისფერი, შემდეგ - თეთრი და ასე მონაცვლეობით შეავსეთ მთელი ფირფიტა. დაარტყით მაგიდაზე ფირფიტა, რათა ცომი გათანაბრდეს და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 7 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ, გადმოაბრუნეთ ჩაის ტილოზე, მოხსენით პერგამენტი ფრთხილად და ჩაის ტილოთივე გადაახვიეთ ცხელ-ცხელი მჭიდრო რულეტად. გააცივეთ. გახსენით რულეტი, წაუსვით სასურველი (უმჯობესია, არაჟნის ცივი კრემი) კრემი და კვლავ გადაახვიეთ. გემრიელად მიირთვით!