ინგლისური სალათა
ინგლისური სალათა
დრო 20წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სალათის ფოთლები - 1 პატარა კონა
  • კიტრი - 1
  • პამიდორი - 4 , პატარა
  • მაიონეზი - 2 ს.კ
  • ოხრახუში - 1 ს.კ, დაჭრილი
  • ბეკონი - 4 ფირფიტა
  • პურის ნაჭერი - 1
  • ყველი ჩედარი
მომზადების წესები

სალათის ფოთლები, კიტრი და პამიდორი  დაჭერით. დაამატეთ გახეხილი ან დაჭრილი ჩედარი.

ჩართეთ ღუმელის  გრილი, ტაფაზე დაალაგეთ ბეკონი და კუბებად დაჭრილი პური, შედგით გრილის ქვეშ და დაბრაწეთ. პერიოდულად გადააბრუნეთ, რომ არ დაიწვას.

შეურიეთ სალათს, მოასხით მაიონეზი, მოაყარეთ ოხრახუში და კარგად ამოურიეთ. 

მარილი და პილპილი დაამატეთ გემოვნებით.