დარბილებული კარაქი და ფქვილი ავზილოთ, სანამ ფხვიერ მასას მივიღებთ, მოვაყაროთ სოდა. წყალი, ძმარი, ზეთი, არაყი და მარილი ავურიოთ, დავასხათ ფხვიერ მასას და დანით ავკეპოთ, შემგედ ცომი მოვზილოთ. თუ ცომი ხელს ეკრობა, ცოტა ფქვილი დავუმატოთ, ხოლო თუ არ იკვრება _ ცოტა წყალი. ცომი 30 წუთით შევდოთ მაცივარში. კომბოსტო თხლად დავჭრათ, დავუმატოთ ხახვი, დავასხათ სულ ცოტა წყალი და თავდახურული დავდაგათ ცეცხლზე. როცა კომბოსტო დარბილდება და წყალი დაშრება, დავასხათ ზეთი და მოვშუშოთ. მოშუშულ ბოსტნეულს შევურიოთ მარილი, პილპილი და დაჭრილი მწვანილი. ცომი ორ ნაწილად გავყოთ. ერთი გუნდა გავაბრტყელოთ, ჩავაფინოთ ფორმაში, ზედ გადავანაწილოთ გაცივებული კომბოსტოს გულსართი, 4-5 ადგილას (იმის მიხედვით თუ რამდენ კვერცხს ვიყენებთ) გულსართში მცირე ჩაღრმავება გავაკეთოთ და კვერცხები ჩავახალოთ. გავაბრტყელოთ ცომის მეორე ნაწილი და გადავაფაროთ ღვეზელს, გვერდები ჩანგლით შევუკრათ, რომ არ გაიხსნას და ზემოდან გათქვეფილი კვერცხის გული წავუსვათ. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე, სანამ ზემოდან დაიბრაწება.