ბოსტნეულის ვრაპის მოსამზადებლად წითელ და მწვანე ბულგარულ წიწაკას ვჭრით ჯულიენად, ყაბაყს კი რგოლებად. ამ ბოსტნეულს სოკოსთან ერთად ვშუშავთ ალდენტემდე და ბოლოს 2 წუთით ადრე ვამატებთ ფრანგულ ლობიოს. შიგთავსს ვუმატებთ სალათის ფურცლებს, პესტოს დრესინგს, კეტჩუპს, მარილსა და პილპილს გემოვნებით. მიღებულ მასას ვახვევთ ლავაშში და უგემრიელესი ბოსტნეულის ვრაპიც მზადაა. რეცეპტი წარმოგიდგინათ კაფე „პიატომ“, სადაც ეს კერძი მხოლოდ მარტის თვის სპეციალურ შეთავაზებაშია.