დარბილებულ კარაქს დაუმატეთ შაქარი, ვანილი და ათქვიფეთ კარგად. დაუმატეთ მარილი, ფქვილი და აურიეთ, შემდეგ ჩაყარეთ შოკოლადის დროპსები და კვლავ აურიეთ. გაადნეთ თეთრი შოკოლადი, დაუმატეთ შედედებული რძე, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და შეურიეთ შოკოლადის დროპსებიან მასას. გამოსაცხობ, ღრმა ფორმაში ჩაფინეთ პერგამენტი ისე, რომ კიდეებიც დაფაროთ. მოასხით ცოტაოდენი კულინარიული სპრეი, გაანაწილეთ დესერტის მასა და შედგით მაცივარში 2 საათით. შემდეგ გამოიღეთ, დაჭერით კვადრატებად და გემრიელად მიირთვით!