სამარხვო ვინეგრეტი
სამარხვო ვინეგრეტი
დრო 30წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კომბოსტოს მწნილი - 500 გ
  • სტაფილო - 4 ცალი
  • მჟავე კიტრი - 2 ცალი
  • ბარდა, დაკონსერვებული - 400 გ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • ზეთი - გემოვნებით
  • ხახვი - 2 თავი
  • ჭარხალი - 3 თავი
  • კარტოფილი - 3 ცალი
  • ძმარი - 1 ს/კ
  • მწვანე ხახვი - 1 კონა
მომზადების წესები

სტაფილო, კარტოფილი და ჭარხალი მოხარშეთ კანიანად. გააგრილეთ და გაფცქვენით. დაჭერით კუბიკებად.

ასევე წვრილ კუბიკებად დაჭერით მჟავე კიტრი.

ხახვი გაფცქვენით და დაჭერით ოთხად, შემეგ თითოეული ნაჭერი დაჭერით თხლად. ჩაყარეთ ჯამში, დაასხით ძმარი და გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ ძმარი გადაუღვარეთ.

ღრმა ჯამში მოათავსეთ დაჭრილი კომბოსტოს მწნილი, დაუმატეთ დამარინადებული ხახვი, ბარდა, მჟავე კიტრი და დანარჩენი დაჭრილი ბოსტნეული. დაუმატეთ გემოვნებით მარილი და პილპილი, მოასხით ზეთი, აურიეთ და ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი.

გემრიელად მიირთვით!