სქელძირიან ქვაბში ჩაასხით წყალი და დაუმატეთ 150 გ შაქარი. დადგით დაბალ ცეცხზლე და მოხარშეთ სიროფი. ურიეთ, სანამ მასა არ გაყავისფრდება. დაუმატეთ დარჩნილი შაქარი და ნელ-ნელა ჩაასხით 500 მლ მაღალცხიმიანი რძე. არ შეაჩეროთ მორევა. ფქვილი გახსენით დარჩენილ 100 მლ რძეში და დაუმატეთ შაქრიან მასას. გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ არ დაიწყებს დუღილს. თან განუწყვეტლივ ურიეთ. ათქვიფეთ კვერცხი მწიკვ მარილთან ერთად და ნელ-ნელა ჩაუშვით ცხელ მასაში. ისევ აქტიურად ურიეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. კარამელის კრემი ძალიან უხდება ბისკვიტს, ფხვიერ და ფენოვან ცომს. კარგი იქნება, თუ რეცეპტში დაუმატებთ ნიგოზს, ან თხილს. თხილეული ხომ ძალიან უხდება კარამელს.