ქვაბში ჩავასხათ წყალი, დავუმატოთ დაჭრილი ვაშლი, სანელებლები და შაქარი. ფორთოხალი ჩავაწუროთ ქვაბში და გამოწურული ნაყოფიც ქვაბში ჩავუშვათ. ვხარშოთ თავდახურული 15 წუთის განმავლობაში. მოხარშული წვენი გადავწუროთ. 3 ჭიქაში გადავანაწილოთ რომი და გავავსოთ მოხარშული სითხით. მიირთვით ცხელი!