კვერცხი, შაქარი, ვანილი და მარილი მოვათავსოთ ჯამში და კარგად ავთქვიფოთ. დავუმატოთ დარბილებული კარაქი და ხაჭო. დავაცრათ ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი. შემდეგ გავაბრტყელოთ. ამოვჭრათ წრეები, თითოეულს მოვაყაროთ შაქარი და ორჯერ გადავკეცოთ. დავაწყოთ საცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წთ.