ქათმის ფილე გაჭერით სიგანეზე, შემდეგ დაჭერით მოგრძო ნაჭრებად. სულგუნი (ან მოცარელა) დაჭერით გრძელ, წვრილ ნაჭრებად. წამოასვით სულგუნი ხის შამფურებზე, დაადეთ თითეულს, პრასის გრძელი ფოთოლი და შემოახვიეთ ქათმის ფილე. ჯამში ჩაყარეთ 1 ჭიქა ფქვილი, დაუმატეთ სანელებლები: პაპრიკა, ხმელი ორეგანო, ხმელი ქონდარი, ნივრის ფხვნილი, შავი პილპილი, კაიენური წიწაკა, ჯანჯაფილი, მარილი - ყველაფერი კარგად აურიეთ. მეორე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი. ქვაბში ჩაასხით ბევრი ზეთი და გააცხელეთ (უნდა ადუღდეს). ქათმის ქაბაბები ამოავლეთ ჯერ კვერცხში, შემდეგ სუნელებისა და ფქვილი მასაში და მოათავსეთ ადუღებულ ზეთში. შეწვით ყველა მხრიდან.