ქათმის ფილე, მდოგვი, ოხრახუში და ნიორი მოვათავსოთ ბლენდერში და დავაქუცმაცოთ. დავამატოთ მარილი და პილპილი.კვერცხი ავთქვიფოთ. ცალ-ცალკე თასში ჩავყაროთ ფქვილი და საფანელი. ფარში გავყოთ 12 ნაწილად. თითოეულში ჩავმალოთ თითო მწყრის კვერცხი. ამოვავლოთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში, ბოლოს საფანელში და შევწვათ ტაფაზე ან ფრიტიურში.ზედმეტი ცხიმის დასაწდობად გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოცზე.