ღუმელი გავახუროთ 220 გრადუსამდე, ავიღოთ 6 ცალი ცეცხლგამძლე ფაიფურის ფორმა (ამისთვის სპეციალურ სუფლეს ფორმებს იყენებენ), წავუსვათ კარაქი და მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრი. შოკოლადი და კარაქი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე, ავურიოთ, სანამ ერთგვაროვანი გახდება და შევაგრილოთ. კვერცხის გულები და ბრენდი კარგად ავთქვიფოთ და შევურიოთ შოკოლადის მასას. კვერცხის ცილას დავუმატოთ ლიმონის წვენი, მარილი ავთქვიფოთ ბეზე შაქრის დამატებით, შევურიოთ გამაფხვიერებელი. ბეზე სამად გავყოთ და ნაწილ-ნაწილ ფრთხილად შევურიოთ შოკოლადის მასას, სანამ ერთგვაროვან კონსისტენციას მიიღებს. სუფლე გადავანაწილოთ ფორმებში და შევდგათ ღუმელში 10-12 წუთით, სანამ არ აიწევს და დაიბრაწება.