სამარხვო ტრუფელები
სამარხვო ტრუფელები
დრო 60წთ
ულუფა 25
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შავი შოკოლადი (60-70 %) - 125 გ
  • ქოქოსის რძე - 0,5 ჭიქა
  • ქოქოსის ცხიმი - 1 ს/კ
  • შაქრის სიროფი - 30 მლ (2 ს/კ)
  • კაკაო - 2 ს/კ
  • დარიჩინი - 2 ს/კ
მომზადების წესები

ქოქოსის რძე გავაცხელოთ (არ ადუღდეს!), დავუმატოთ ქოქოსის ცხიმი, შაქრის სიროფი და გახეხილი შოკოლადი. მასას ვურიოთ,
სანამ ერთგვაროვანი გახდება. მასა როცა შეგრილდება და შესქელდება, გავაკეთოთ 25 ცალი გუნდა და კაკაოსა და დარიჩინის
ნარევში ამოვავლოთ, შემდეგ კარგად გავაცივოთ.