გავცრათ ფქვილი, დავამნატოთ მარილი, მუსკატის კაკალი, ლიმონის ცედრა, დაფქული თხილი და გამაფხვიერებელი. ცალკე ავთქვიფოთ დარბილებული კარაქი და შაქარი, შემდეგ სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხები, ვანილი, რძე და ლიქიორი. შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები და კარგად ავურიოთ. გადავიტანოთ 23-24 სმ დიამეტრის ფორმაში. ზემოდან გავანაწილოთ დაჭრილი ქლიავი და მოვაყაროთ შაქარი. გამოვაცხოთ 40-45 წუთი 180 გრადუსზე. ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა