გოგრა, ნაღები, ლიმონის ცედრა და წვენი ბლენდერით დავაქუცმაცოთ. კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, ვანილი, გოგრის პიურე, ფქვილში არეული სოდა და ზეთი. უნდა მივიღოთ სქელი არაჟნის სისქის მასა. თუ ცომი სქელია, ცოტა რძე დავუმატოთ, ხოლო თუ თხელია - ცოტა ფქვილი. ცომი მოვათავსოთ ქაღალდჩაფენილ მაფინის ფორმებში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე. მზა ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.