თუ ცომი გაყინულია, წინასწარ გაალღვეთ და გააჩერეთ ცოტა ხანს, რომ ამოფუვდეს. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. კარტოფილი მოხარშეთ მარილწყალში, შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი. გააცივეთ და გაფცქვენით. შემდეგ კი გახეხეთ. ხახვი გაფცქვენით, დაჭერით პატარა კუბიკებად და მოხრაკეთ ზეთში. დაუმატეთ სასურველი სანელებლები და დაუმატეთ გახეხილ კარტოფილს. შემდეგ დაუმატეთ მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ. დააყენეთ მაგარი ჩაი. გაწურეთ. ეს დაგჭირდებათ ღვეზელებზე წასასმელად (თუ სამარხვოს არ აცხობთ, წაუსვით ათქვეფილი კვერცხი ან კარაქი). გაყავით ცომი 12 ნაწილად. თითოეული გააბრყელეთ და გულში ჩაუდეთ კარტოფილის მასა. მოუკარით კიდეები. დაალაგეთ ღვეზელები გამოსაცხობ ფირფიტაზე, წაუსვით ჩაის ფერი, მოათავსეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!