ხახვი დაჭერით წმინდად. დიდ ტაფაში ჩასხით ¾ ჭიქა ზეთი, ჩაყარეთ ხახვი და 1 ჩ/კ მარილი. აურიეთ და მოთუშეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ ხახვი ფერს არ შეიცვლის. დაუმატეთ ბრინჯი და გააგრძელეთ მოთუშვა კიდევ 10 წუთი. ამასობაში გააცაელთ პომიდორს კანი და თესლი, დაჭერით კუბიკებად. მწვანილი დაჭერით წმინდად. ბრინჯს დაუმატეთ ½ ჭიქა ცხელი წყალი და დაჭრილი პომირო, ქიშმიში, კაკალი, მწვანილი, შაქარი გემოვნებით (იმის მიხედვით, რამდენად ტკბილია პომიდორი), მარილი და შავი პილპილი, პიტნა, კამა და დანარცენი სანელებლები. აურიეთ და თუშეთ 15 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. წიწაკებს მოაჭერით თავი, ფრთხილად ამოაცაეთ თესლი და ამოავსეთ მომზადებული გულსართით. დააფარეთ თავისივე თავი და ვერტიკაურად ჩაალაგეთ ქვაბში ერთ ფენად. დაასხით 1 ჭიქა წყაი და დარჩენილი ზეთი. დაუმატეთ მარილი და პილპილი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ხარშეთ 40-50 წუთი.