კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, არაჟანი, სოდა ძმრით და დაახლოებით 2 ჭიქა ფქვილი, უნდა მივიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი, რომელიც ხელს ეკრობა და ვერ იზილება. ცომის 2/3 ნაწილი ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში გადავიტანოთ და თხელ ფენად მოვათავსოთ. ზემოდან ფქვილიანი ხელებით მივცეთ თანაბარი ფორმა. დანარჩენ ცომს ავურიოთ იმდენი ფქვილი, რომ ხელს არ მიეკროს. ფორმაში ჩადებულ ცომზე გადავანაწილოთ ჯემი. ცომი გავაბრტყელოთ, გავაკეთოთ წვრილი ზოლები და სასურველი ფორმით მოვათავსოთ ნამცხვარზე. ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე. მზა ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.