საქონლის ხორცი დაჭერით პატარა კუბიკებად. ნიორი გაფცქვენით და დაჭერით წვრილად. მოაყარეთ ხორცს ნიორი, მარილი, პილპილი, ხმელი ქონდარი, მოასხით ზეითუნის ზეთი, ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი, აურიეთ, გააჩერეთ რამდენიმე წუთი. შეწვით გრილის ტაფაზე ყველა მხრიდან. დაჭერით ყველი თხელ ფირფიტებად. შემწვარი ხორცი გაწიეთ გვერდზე, ტაფაში შუაში დაალაგეთ ყველის ნაჭრები და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი, სანამ ყველი არ გადნება. სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი.